ლესიჭინეს თემის N3 სკოლაში ხელოვნების მასწავლებლისა და მოსწავლეების შექმნილი ნამუშევრების სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
08-04-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები. 

დღეს, სკოლაში გაიმართა ხელოვნების მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ შექმნილი დეკორატიული-გამოყენებითი ნამუშევრების საგაზაფხულო, სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შემოსული თანხა მოხმარდება მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესისთვის საჭირო მასალის შეძენას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203