
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 და სპასოვკის N1 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ფეხბურთში რეგიონალურ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს.
მოსწავლეებს ღირსეული წარმატება ხვდა წილად - საპრიზო მესამე ადგილი.
სასიამოვნო სიახლეს გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სიხარულით გვიზიარებენ და დასძენენ, რომ მოსწავლეები გამოირჩეოდნენ გუნდური თამაშით, შეუპოვრობითა და გამარჯვებისკენ სწრაფვით. თითოეულმა მათგანმა დიდი ძალისხმევა ჩადო ამ შედეგის მისაღწევად.
„ვულოცავთ, ჩვენს საერთო გუნდს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას მომავალში! მადლობა, ბატონ ავთოს თანამშრომლობისათვის! მადლობა ჩვენი სკოლის სპორტის მასწავლებლებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: