„ჩვენი ენა ქართული“ - თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს 
08-04-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა. 

კვირეულის ფარგლებში სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

მათ შორის, აღსანიშნავია მე-3 კლასელთა ღონისძიება თემაზე - „ჩვენი ენა ქართული“. ღონისძიება ️დატვირთული იყო როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე სახალისო აქტივობებით.

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას და აღნიშნეს მისი როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

ღონისძიება პედაგოგ ლია ცერცვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203