ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
08-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, დედისა და სილამაზის დღის აღსანიშნავად გამართული ლამაზი ღონისძიება, რომელიც შთამბეჭდავად წარიმართა. 

მე-9 კლასის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები. 

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს და დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ანუშ იუზბაშიანი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203