
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლა შეუერთდა იმ საყოველთაო სულიერ ერთობას, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს izrune.ge-ს მაღალტექნოლოგიურ საქველმოქმედო აქციაში - „გვიყვარხარ პატრიარქო“.
მოსწავლეებმა - გიორგი სუჯაშვილმა, მარიამ სუჯაშვილმა, თინათინ ელიაძემ, თამარ ელიაძემ izrune.ge-ს 29 მარტის განსაკუთრებული ტესტი წარმატებით გაიარეს.
„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი...“- ეს სიტყვები მუდამ დარჩება მოსწავლეების გზამკვლევად“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება.
იხილეთ ფოტოები: