დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-11 კლასელთა ქიმიის საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი 
08-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, მე-11 კლასში ჩატარებული ქიმიის ღია გაკვეთილი, რომელსაც უძღვებოდა ქიმიის მასწავლებელი სიუზანა ნორსოიანი.

გაკვეთილის თემა იყო: „არამეტალური ელემენტების როლი ბუნებაში და ადამიანის ორგანიზმში“, გაკვეთილის მიზანი კი - მოსწავლეებში არამეტალური ელემენტების მნიშვნელობის გააზრება, მათი როლის გაცნობიერება ბუნებრივ პროცესებსა და ადამიანის ჯანმრთელობაში, ასევე თეორიული ცოდნის პრაქტიკულ მაგალითებთან დაკავშირება.

სასწავლო პროცესში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ისინი მონაწილეობდნენ დისკუსიაში, განიხილავდნენ სხვადასხვა ელემენტის ფუნქციებს, ასახელებდნენ მაგალითებს და აყალიბებდნენ დასკვნებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203