ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებისთვის კალიგრაფიის კონკურსი მოეწყო
08-04-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლეთა წერითი უნარ-ჩვევების, შემოქმედებითი ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარების მიზნით კონკუურსი მოეწყო. 

მე-2 კლასელებისთვის კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა. პედაგოგმა მოსწავლეებს შეახსენა, რომ 

ქართული დამწერლობა - ჩვენი ისტორიის სუნთქვაა.

ასოებში ცოცხლობს საუკუნეები, ტკივილიც და გამარჯვებაც, სიბრძნეც და სითბოც. გზა ასომთავრულიდან მხედრულამდე გვახსენებს, რომ ერი მაშინაა ძლიერი, როცა საკუთარ ფესვებს უფრთხილდება.

კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. პატარებმა საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს. 

„ჩვენი სკოლის მე-2 კლასში გამართულ კალიგრაფიის კონკურსზე მოსწავლეებმა გამოავლინეს სიზუსტე, მოთმინება და დიდი სიყვარული წერისადმი.

მადლობა თითოეულ მათგანს ასეთი გულწრფელი და მონდომებული შრომისათვის.

წარმატება და წინსვლა გთანამგზავრობდეთ მთელი ცხოვრების გზაზე!

გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით, ჩვენო ჭკვიანო და კეთილო ბავშვებო“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203