გომაროს საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა
08-04-2026

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა სპორტის საერთაშორისო დღე. 

მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში, გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ სპორტი არა მხოლოდ შეჯიბრება, არამედ ერთიანობაა.

„სპორტი არის ჯანმრთელობის, სიძლიერისა და ერთიანობის სიმბოლო. ის გვასწავლის მიზნისკენ სწრაფვას, დისციპლინას და გუნდურ მუშაობას. გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები ამ დღის აღნიშვნით კიდევ ერთხელ გვახსენებენ თუ  რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრება, ჯანსაღი ჩვევები და ბავშვობიდანვე სპორტთან მეგობრობა.

გილოცავთ სპორტის საერთაშორისო დღეს!
ივარჯიშეთ, იაქტიურეთ და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203