
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მე- 9 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ელზა მაისურაძესთან ერთად, პოეზიის მსოფლიო დღე აღნიშნეს დევიზით - „პოეზია - სულის ენა“.
გაკვეთილზე განიხილეს უილიამ შექსპირის 66-ე სონეტი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეზო თაბუკაშვილის თარგმანის თავისებურებებისა და პოეტური ტექსტის შინაარსობრივ-ემოციერ მხარეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის პოეზიის აღქმისა და ანალიზის უნარის განვითარება. მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეზიის უნარის განსაკუთრებულ გამოკვეთაზე, მცირე მოცულობაში გადმოსცეს ძლიერი ემოცია და ღრმა სათქმელი.
„დისკუსიების და აქტივობების პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს პოეზიის თანამედროვე კონტექსტთან დაკავშირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი ჩართულობა და განსხვავებული ხედვების გაზიარება, რაც მიუთითებს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე“,- დასძენენ სკოლაში.
კლასის ხელმძღვანელი მაია რიჟამაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: