მარტვილის N1 საჯარო სკოლაში ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე​ს საინტერესო პრეზენტაცია მიეძღვნა 
07-04-2026

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

24 მარტს მსოფლიოში ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომელიც დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

თარიღს მარტვილის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელობით მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები. მათ ისაუბრეს დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, პრევენციის მნიშვნელობაზე და მკურნალობის თანამედროვე გზებზე.

მოსწავლეებმა ასევე გაიხსენეს მსოფლიო და ქართველი ცნობილი მოღვაწეები, მათ შორის იაკობ გოგებაშვილი, ლადო ასათიანი, ეგნატე ნინოშვილი, დანელ ჭონქაძე და სხვები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ტუბერკულოზით გარდაიცვალნენ.

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მიწვეულ ექიმს, ნანა ჩაკვეტაძეს, სკოლის ექიმ ნათელა ნაჭყებიას და ქართული ენის მასწავლებელს მარინა თოფურიას აქტივობაში აქტიური და საინტერესო ჩართულობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203