
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში, „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელმაც სასკოლო საზოგადოების განსაკუთრებული ჩართულობა გამოიწვია.
კონკურსის ორგანიზატორი იყო ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თეა გიგიტაშვილი. მოსწავლეთა ნამუშევრების ესთეტიკურ დახვეწასა და მხატვრულ გაფორმებაზე ზრუნავდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი გოარ ჟამკოციანი.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კალიგრაფიული ნამუშევერები. სკოლის პედაგოგთა გადაწყვეტილებით, გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაწერი, კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა ფასიანი საჩუქარი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ენისა და წერითი კულტურის განვითარების მნიშვნელობას არაქართულენოვან სკოლებში და ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და საგანმანათლებლო პროცესში მათ აქტიურ ჩართულობას.
იხილეთ ფოტოები: