
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები და მე-10 კლასის მოსწავლე.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო სანახაობით წარდგნენ. ღონისძიებამ გააერთიანა, როგორც შემეცნებითი ისე შემოქმედებითი და საზეიმო ნომრები.
წარმოდგენილი იყო ცეკვები, სიმღერები, მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს იუმორისტული ნომრები.
ღონისძიება პედაგოგ არუსიაკ ავეტისიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
„ძალიან ლამაზი და საინტერესო ღონისძიება იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: