გომაროს საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად საინტერესო აქტივობა მოეწყო
08-04-2026

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 1-ლიდან მე-10 კლასების ჩათვლით მოსწავლეები.

აქტივობას უძღვებოდა სკოლის ექთანი ქეთევან საგინაძე, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო პირველადი დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარი და მათი გამოყენების ძირითადი პრინციპები.

პრაქტიკული დემონსტრირების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია:

  • თითის, ხელის, ხერხემლისა და ფეხის მოტეხილობის შემთხვევაში დაზიანებული ნაწილის იმობილიზაციის (დაფიქსირების) წესების შესახებ;
  • არტერიული წნევის გაზომვის მეთოდზე; 
  • სხეულის ტემპერატურის განსაზღვრაზე ელექტრონული თერმომეტრის გამოყენებით;
  • ჭრილობის დამუშავების წესებზე ანტისეპტიკური საშუალების (ბეტადინი) გამოყენებით;
  • ინჰალაციის აპარატის დანიშნულებასა და გამოყენების აუცილებლობაზე.

„აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების საბაზისო უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ცოდნით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203