თბილისის N9 საჯარო სკოლას სოფო კილაძე მარნეულის „დელტას“ კალათბურთელებთან ერთად ესტუმრა
10-07-2018
ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლას ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, მარნეულის „დელტას“ კალათბურთელებთან ერთად ესტუმრა.
ვიზიტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
შეხვადრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატმა და კალათბურთელებმა სკოლის აღსაზრდელების კითხვებს უპასუხეს და მათი ინიციატივებიც მოისმინეს.
კალათბურთელებმა ბავშვებს ბურთის სროლის ტექნიკაში მასტერკლასიც ჩაუტარეს. სოფო კილაძე კი პედაგოგებს შეხვდა და სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდისა მნიშვნელობაზე ესაუბრა. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის