ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ჰქონდა როგორც საზეიმო, ისე სასწავლო-შემეცნებითი ხასიათი. მოსწავლეებმა აღდგომისს არსზე, სადღესასწაულო ადათ-წესებსა და კულინარიულ ტრადიციებზე ისაუბრეს, წითელი კვერცხებიც დააჭიდეს და აღდგომა იზეიმეს.
მოსწავლეებმა უკეთ გაიზრდეს დღესასწაულის მნიშვნელობა და დრო მეტად ნაყოფიერად და სახალისოდ გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: