გორელოვკის N3 სკოლაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონს - დათო შავაძეს უმასპინძლეს
07-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლას ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი დათო შავაძე ესტუმრა. 

საპატიო სტუმარს სკოლაში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით უმასპინძლეს. სპორტსმენი მოსწავლეებს ესაუბრა და გამოცდილება და წარმატების გასაღები გაუზიარა.

„დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული დღე იყო - გვესტუმრა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ჩემპიონი, რომლის წარმატებებმა და შრომამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რას ნიშნავს მიზნისკენ სვლა, მონდომება და გამარჯვება.

მოსწავლეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა პირადად გასაუბრებოდნენ მას, მოესმინათ მისი გამოცდილება, გზა წარმატებისკენ და მიეღოთ მნიშვნელოვანი რჩევები.

შეხვედრა იყო ძალიან შთამაგონებელი და მოტივაციის მომცემი - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ დიდი მიზნები შრომით და რწმენით მიიღწევა.

მადლობა ჩვენს სტუმარს ამ დაუვიწყარი დღისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203