
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.
დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად შეუერთდნენ „უთვალავი წინდის აქციას“. მოსწავლეებმა არა მხოლოდ აღნიშნეს ცნობიერების ამაღლების დღეები, არამედ მკაფიო პოზიცია დააფიქსირეს, რომ აუტიზმი და დაუნის სინდრომი არ არის სტიგმა, ეს არის უნიკალურობა, რომელიც პატივისცემას იმსახურებს.
„დისკრიმინაცია, რასიზმი წარსულის გადმონაშთია, რომელსაც ჩვენს მომავალში ადგილი არ აქვს. ბულინგი სისუსტეა, ხოლო მეგობრობა კი ის ძალაა, რომელიც სამყაროს სითბოთი ავსებს“,- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტოები: