
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები სამედიცინო ბიოლოგიას დიდი ინტერესით სწავლობენ. საგანს პედაგოგი ნუნუ რაფავა უძღვება.
3 აპრილს, მე-10 კლასში სამედიცინო ბიოლოგიის გაკვეთილზე სკოლის ექთანმა, ხათუნა ქარსელაძემ, ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე - მედიკამენტები (სტეროიდები და არასტეროიდები).
სკოლის ექთანმა მოსწავლეებთან ერთად ისაუბრა თუ რა არის წამალი, როგორ მოქმედებს იგი ადამიანის ორგანიზმზე და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი სწორად და პასუხისმგებლიანი გამოყენება.
პრეზენტაციის ფარგლებში დეტალურად განიხილეს მედიკამენტის ფორმები, მათი ტიპები, შეყვანის გზები და სწორი დოზირების მნიშვნელობა. ასევე შეეხნენ სტეროიდულ და არასტეროიდულ მედიკამენტებს, მათ შორის არსებულ განსხვავებებსა და გამოყენების თავისებურებებს.
„დღეს მედიკამენტები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, თუმცა მათი არასწორი მოხმარება სერიოზულ პრობლემებს იწვევს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს: როდის უნდა მივიღოთ წამალი, რა დოზით და რატომ არ არის რეკომენდებული თვითნებურად მისი გამოყენება.
პრეზენტაციის მიზანი იყო ცოდნის გაზიარება და ცნობიერების ამაღლება, რათა ყველამ უკეთ ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში, ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და მადლობას უხდიან ექთანს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისათვის.
იხილეთ ფოტოები: