ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს 
07-04-2026

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

2 აპრილს სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ. 

III კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს ეს გამორჩეული დღე. 

მათ წაიკითხეს საყვარელი ნაწარმოებიდან ნაწყვეტები, ნანა მასწავლებელთან ერთად, ისაუბრეს გმირებზე, დააახასიათეს ისინი, თითოეულს შეურჩიეს სათანადო ეპითეტი, უპასუხეს ღია და დახურულ კითხვებს, შეავსეს კროსვორდი.

პატარებმა დაამტკიცეს, რომ წიგნი საუკეთესო მეგობარია - ის გვასწავლის, გვახალისებს და გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს ოცნებისთვის. 

„გვიყვარს კითხვა, რადგან კითხვა გვზრდის!“,- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და თანატოლებსაც წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდეს. 

„მადლობა ჩვენს პატარა მკითხველებს აქტიურობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა ენთუზიაზმი და აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203