„ნუ დაასრულებ ბავშვობას“ - რცხმელურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 
07-04-2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლებას პროექტი მიეძღვნა. 

ჩატარდა პროექტის - „ნუ დაასრულებ ბავშვობას“ პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ამალია გვიდიანი.

პრეზენტატორები IX კლასის მოსწავლეები - მარიამ ტვილდიანი და ანასტასია ლიპარტელიანი.

პროექტის მიზანი სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნათ მოსწავლეებს თუ რა უარყოფითი მხარეები ახლავს ნაადრევ ქორწინებას.

პროექტის ბოლოს ნაჩვენები იქნა ვიდეოანიმაცია - „ნაადრევი ქორწინება“. ასევე მოსწავლეებს დაურიგდათ წასაკითხი - „ბუკლეტები“ ნაადრევ ქორწინებაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203