თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის ძეგლთან ღონისძიება გამართეს 
07-04-2026

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.

ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებას ატარებენ.

წელს, დედაენის ბაღს I და IV კლასების მოსწავლეები სტუმრობდნენ. მოსწავლებმა წაიკითხეს ლექსები და ხოტბა შეასხეს ქართულ ენას. ბავშვები სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებშიც ჩაერთნენ და უკეთ გაიაზრეს ქართული ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

გასვლითი ღონისძიება პედაგოგების - ქ.დავითაშვილისა და ქ. მელიქიშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203