„წყალი, როგორც გარემო“- ლესიჭინეს თემის N2 სკოლის მე-2 კლასელებმა საინტერესო სასწავლო რესურსი შექმნეს 
07-04-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბუნებისმეტყველებას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ, პედაგოგს დახმარებით კი თავადვე ქმნიან სასწავლო რესურსებს, რაც გაკვეთილებს კიდევ უფრო წარმტაცსა და საინტრესოს ხდის. 

ახლახან, მე-2 კლასელებმა, მასწავლებელ ბელა ჭაავასთან ერთად, დაამზადეს რესურსი თემაზე - „წყალი, როგორც გარემო“. 

მოსწაველეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს. ხელნაკეთი მოდულები გამოხატავენ ბავშვების ცოდნას წყლის წრებრუნვის პროცესის შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203