მუჟალის საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 
07-04-2026

რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლაში სხვადახვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს. 

გაიმართა ინფორმაციული შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება და მოსწავლეთა ინფორმირება აუტიზმის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს ორი თემატური ფილმი. ფილმების დასრულების შემდეგ ბავშვებმა აქტიურად იმსჯელეს, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი აზრები და შთაბეჭდილებები, რაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვნად დაეხმარა მათ თემის უკეთ გააზრებასა და ემპათიის განვითარებაში.

აქტივობის ორგანიზატორი იყო უფროსი სპეციალური მასწავლებელი მაია იოსელიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203