
„პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია!“ - აღნიშნავენ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში, რომლის პედაგოგებიც მუდმივად სიახლეების ძიებაში არიან.
ამ მიზნით კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანთლებლო ღონისძიებაში.
მათ შორის, ინგლისური ენის მასწავლებლები - თამარ ციცვიძე, ქეთევან კუბლაშვილი და თამარ აბდალაძე დაესწრნენ English Book Education-ისა და Macmillan Education-ის ერთობლივ კონფერენციას.
სემინარს უძღვებოდა ცნობილი საერთაშორისო ტრენერი და „Gateway“-ის სერიის ავტორი - Dave Spencer.
მოსწავლეები კონფერენციიდან ახალი ინფორმაციითა და საინტერესო გამოცდილებით დაბრუნდნენ.
„დარწმუნებულები ვართ, მიღებული გამოცდილება ჩვენი მოსწავლეების წარმატებაზე აისახება! წარმატებები ჩვენს გუნდს!“-აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: