დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ
07-04-2026

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტულ ღირებულებებზე იზრდებიან. სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

2 აპრილს სკოლაში აუტიზმის ცნობადობის დღე აღინიშნა. 

პედაგოგები მოსწავლეების აუტიზმის შესახებ ესაუბრნენ, საზოგადოებაში გავრცელებული მითები აღნიშნეს და ცრუ და ჭეშმარიტი ინფორმაცია ერთმანეთისგან გამიჯნეს.

„ამ დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღვნიშნეთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი. ერთად შევიკრიბეთ, ვისაუბრეთ, ვითამაშეთ, შევქმენით და კიდევ ერთხელ გავიაზრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მიღება, მხარდაჭერა და დაფასება.

აუტიზმი არ არის ბარიერი - ეს არის განსხვავებული ხედვა სამყაროზე, რომელიც გვასწავლის მეტ თანაგრძნობას, მოთმინებას და სიყვარულს. თითოეული ბავშვი უნიკალურია და სწორედ ეს მრავალფეროვნება გვაძლიერებს.

მადლობა ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ამ დღისთვის, გულწრფელი ემოციებისთვის და იმ სითბოსთვის, რომელიც დღეს ყველამ ერთად გავუზიარეთ ერთმანეთს ერთად შეგვიძლია შევქმნათ უფრო მიმღები და კეთილი გარემო ყველასთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203