ლატალის საჯარო სკოლის მე-7 და მე- 8 კლასების მოსწავლეებისთვის ბიოლოგიაში, შემეცნებითი, მეგობრული შეჯიბრი გაიმართა
07-04-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, მე-7 და მე- 8 კლასების მოსწავლეებისთვის გამართული შემეცნებითი და მეგობრული შეჯიბრი ბიოლოგიაში, რომელსაც მასწავლებელი ნონა ფარჯიანი ხელმძღვანელობდა. 

თამაში მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა წარიმართა. 

მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიება ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203