
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
სკოლაში ამჟამად შიდასასკოლო სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს. ამჯერად მინი-ფეხბურთში ერთმანეთს შეეჯიბრნენ სკოლის საუკეთესო გუნდები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საქართველოს ეროვნული სასკოლო ოლიმპიადისთვის ნორჩი ფეხბურთელები დიდი მონდომებით ემზადებიან.
იხილეთ ფოტოები: