
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით ხორციელდება განათლების, მეციერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამა „STEAM განათლება“.
პროგრამა გულისხმობს სკოლაში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერებას. პროგრამის ფარგლებში სკოლაში STEAM კლუბი მუშაობს
სულ ახლახან, მოსწავლეები გაეცნენ პროექტის ფარგლებში სკოლისთვის გადმოცემული STEAM ლაბორატორიის კომპონენტებს.
როგორც სკოლაში არნიშნავენ, ლაბორატორია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნისკენ, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს უკეთ გაეცნონ ელექტრონულ კომპონენტებს, იმუშაონ სამაკეტო დაფაზე, შეისწავლონ მულტიმეტრის მუშაობა.
STEM კლუბს -„კირკიტები“ პედაგოგი: მაია გულედანი ხელმძღვანელობს.
სკოლაში STEM კლუბს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: