
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში მედიცინით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის კლუბი „ბიომედი“ მუშაობს, რომლის წევრები საკლუბო მუშაობის გარდა აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა არაფორმალური განათლების პროექტში, იმდიდრებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას.
ახლახან, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულმა მუზეუმმა მნიშვნელოვან კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებს მიეძღვნა.
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ კლუბ „ბიომედის“ წევრები: მე-10ა კლასის მოსწავლე მარიამ გაბიანი და მე-8ბ კლასის მოსწავლე ნინო სახამბერიძე. მათ ღირსეულად წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე: „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“.
მოსწავლეების გამოსვლამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ საკონფერენციო აქტივობებსა და მოსწავლეთა მომზადებას ბიოლოგიის პედაგოგი, სოფიკო კვერნაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: