„გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“ გამოქვეყნდა 
06-04-2026

გამოქვეყნდა 2026 წლის „გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“.

შეფსაებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით,  გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“ მოიცავს დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის ვადების, გამოცდის ფორმატის, ტესტის სტრუქტურის, საგამოცდო დროის, შეფასების სისტემისა და მოქმედი წესების შესახებ. დოკუმენტში, ასევე, წარმოდგენილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.

საინფორმაციო დოკუმენტი - „გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - მიმდინარეობს, რომელიც 6 აპრილის 10:00 საათიდან დაიწყო და 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
 
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიზნით, აპლიკანტმა რეგისტრაციის პროცესში, არაუგვიანეს 6 მაისის 18:00 საათისა, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საფასურის გადახდა, რომლის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 6 მაისის 18:00 საათიდან 11 მაისის 18:00 საათამდე პერიოდში, კანდიდატებს მხოლოდ საგამოცდო ქალაქის არჩევა ან ცვლილება, ასევე, უკვე დაწყებული რეგისტრაციის დასრულება შეეძლებათ.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203