
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა „მე და საზოგადოების“ გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა საგზაო ნიშნები ისწავლეს აქტივობით, რომელიც მათთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
მესამე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი სახელწოდებით - „საგზაო ნიშნების ანაბანა“. ბავშვებმა დახატეს, დააკრეს და განიხილეს თითოეული ნიშნის მნიშვნელობა.
„ეს სახალისო პროცესია, რომელიც ეხმარებათ მოსწავლეებს საგზაო ნიშნების მნიშვნელობის უკეთ აღქმაში“,- გვეუბნება მასწავლებელი ჯუნა ჯელაძე და დასძენს, რომ გაკვეთილის მიზანი იყო: საგზაო ნიშნების გაცნობა, უსაფრთხოების მნიშვნელობის გააზრება, გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
იხილეთ ფოტოები: