ხორენიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი სადღესასწაულო სანახაობა
06-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხორენიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება, რომელმაც არაერთი საოცარი შემოქმედებითი ნომრები გააერთიანა.

ღონისძიების მსვლელობისას III-VI კლასების მოსწავლეებმა დედებს და მასწავლებლებს ლექსებითა და სიმღერებით საზეიმოდ მიულოცეს დედის დღე, შეასრულეს სომხური ნაციონალური ცეკვები და ასე გამოხატეს მათ მიმართ სიყვარული.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ამ სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუზანნა მელდონიანი.

ღონისძიების ბოლოს, ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორმა რუბენ ვარდანიანმა, მიულოცა თანამშრომლებს ქალთა დღესასწაულები და ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორს მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203