„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს
07-04-2026

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს - პროექტი, სადაც თითოეულ მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება წარმოაჩინოს ცოდნა, საკუთარი შრომის შედეგი და შემოქმედებითი პოტენციალი.

კვლავ გამოვლინდება ჩემპიონთა ათეულები თითოეულ საგანში, კლასების მიხედვით, რომელთაც სპეციალური ონლაინ დიპლომები ენიჭებათ, ხოლო პირველი ადგილის მფლობელებს - აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული. 

ოლიმპიადები ტარდება II-XI კლასების მოსწავლეთათვის შემდეგ საგნებში:

ქართული ენა და ლიტერატურა - 28-29 აპრილი

ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება - 5-6 მაისი

ინგლისური ენა - 19-20 მაისი

მათემატიკა - 2-3 ივნისი

გაითვალისწინეთ, რომ „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის შესაძლებლობა ყველა მონაწილისთვის, დააკვირდეს საკუთარ პროგრესს და ახალ მიზნებს ჩაუყაროს საფუძველი - განსხვავებული სატესტო დავალებები, საინტერესო, მრავლისმომცველი, თემატური კითხვები, არა მხოლოდ ცოდნის განმტკიცებაში, არამედ ყველა საჭირო უნარის განვითარებაში დაგეხმარებათ.

ხაზგასასმელია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად საჭირო აღარ არის ტესტის ფურცელზე შესრულება, ცალკე პასუხებისა თუ დამატებითი ფურცლების შევსება. შედეგი არის მყისიერი - მოსწავლე ტესტის დასრულებისთანავე იგებს თავის შესაბამის ქულასა და დროს. ასევე, მყისიერად ენიჭება წარმატების სახელობითი ციფრული სიგელი. თითოეული ოლიმპიადის დასრულების შემდგომ კი, შეუძლია სრულად გადახედოს საკუთარ ტესტს და გააანალიზოს კითხვები. 

ტესტის სტრუქტურა კი მოსწავლეს საკუთარი, უნიკალური სტრატეგიის მოფიქრების შესაძლებლობას აძლევს - რომელ კითხვას უპასუხოს, რომელზე თავი შეიკავოს და რაც მთავარია, წარმატებით გამოიმუშაოს შეზღუდულ დროში გადაწყვეტილების მიღების უნარი, რაც ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი გახლავთ.

ასე რომ, „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არა მხოლოდ ცოდნის განმტკიცების საშუალებაა, არამედ თითოეული მოსწავლის მიზანდასახულობისა და შრომისმოყვარეობის  ნათელი დადასტურება - ჩემპიონთა ათეულებს თითოეულ საგანში, კლასების მიხედვით, სპეციალური ონლაინ დიპლომები ენიჭებათ, ხოლო პირველი ადგილის მფლობელებს - აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული. მათ შესახებ კი, განათლების სამინისტროსა და შესაბამის სკოლაში, იგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები, რომელიც მოსწავლის მიღწევების ამსახველი ოფიციალური დოკუმენტი გახლავთ.

ასე რომ, წინ ახალი გამარჯვებებისკენ, სადაც ცნობილი Veni, Vidi, Vici​ „ეტალონურად“ ასე ჟღერს:

ისწავლე, გაიაზრე და აჩვენე, რა შეგიძლია!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203