
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათემატიკის პედაგოგ სალომე სხულუხიასთან ერთად, იმყოფებოდნენ Acton Academy-ის ღია კარის დღეზე.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა გაიგეს, როგორ მუშაობს მათი სასწავლო პროგრამები, ნახეს როგორ იქმნება რეალური რობოტები Arduino-ს გამოყენებით, გაეცნენ მათ კურსდამთავრებულებს, მენტორებს და გაიზიარეს მათი ცოდნა და გამოცდილება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი აქტივობები ავითარებს მოსწავლეთა ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, ასევე პრობლემების გადაჭრის უნარს. პრაქტიკული გამოცდილება აძლიერებს ინტერესს მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართ და ხელს უწყობს ინოვაციური იდეების გაჩენას. მსგავსი აქტივობები მომავალი პროფესიული არჩევანის ჩამოყალიბებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
იხილეთ ფოტოები: