
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართული არაფორმალური განათლების პროექტებში.
„ფორმალურ განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ არაფორმალურ განათლებაზე, რომლის მიზანიც არის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, კრიტიკული უნარის თუ კომუნიკაციის უნარის განვითარება. ამ ყველაფრის მიღწევა კი სხვადასხვა პროექტში ჩართვით არის შესაძლებელი“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც სტარტი აიღო პროექტმა - „მე საქართველოს მოქალაქე ვარ“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქის როლის გათავისება-გაგება.
პროექტი ბილინგური განათლების ფარგლებში მიმდინარეობს და მას პედაგოგები - თეონა ჭელიძე, ანაიტ ანესიანი და რუზანნა აბელიანი ხელმძღვანელობენ.
იხილეთ ფოტოები: