საინტერესო აქტივობებით დატვირთული დღეები კიროვაკანის საჯარო სკოლაში
06-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში გაკვეთილების შემდეგ, დრო დატვირთულია საინტერესო აქტივობებით.

ერთის მხრივ, მიმდინარეობს , ქართული ენის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი საკონკურსო ნაშრომების დამზადება. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული საკონკურსო წიგნების/პოსტერების დამზადებაში, კალიგრაფიის კონკურსში.

„ჩვენი მოსწავლეები გამოირჩევიან აქტიურობით, შემოქმედებითი უნარებითა და მაღალი პასუხისმგებლობით, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მათთვის შეთავაზებული ნებისმიერი საინტერესო აქტივობა, იქნება კარგად ორგანიზებული, დამუშავებული და კონკურსზე გატანილი.

დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრებმა გარკვეული შეფასება/დაფასება
მიიღოს, რაც იქნება დიდი მოტივაცია/სტიმული, ნებისმიერი სხვა არაფორმალური სწავლების თუ ღონისძიების ჩატარებისა, ან მონაწილეობის მიღებისა“, - აღნიშნავს ქართული ენის მასწავლებელი მ. ვახტანგიშვილი.

მეორეს მხრივ, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებლის - ს.ხითარიანის ხელმძღვანელობით ემზადებიან სააღდგომო ღონისძიების ჩასატარებლად.

„ლექსები, ციტატები, სიმღერები და საინფორმაციო ტესტები იქნება ჩვენი ღონისძიების მთავარი აქტივობები. ასევე წარმოვადგენთ სააღდგომო ატრიბუტებს და ვისაუბრებთ მათ მნიშვნელობაზე“, - ამბობს მასწავლებელი.

ღონისძიებას დაესწრებიან მშობლები და პედაგოგები.

ამ ყველაფრის თანამიმდევრულად, კიროვაკანის საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა ბილინგვურ სწავლებას, სხვადასხვა საგნობრივ ჭრილში.

აღნიშნულ პროექტში ჩართული მასწავლებლები, მოსწავლეებთან ერთად ატარებენ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას, ეუფლებიან ორენოვან სწავლებას (სომხური- ქართული ), ქმნიან რესურსებსა და ემზადებიან საზაფხულო შემეცნებითი ექსკურსიებისთვის.

ყველა ზემოთ აღნიშნულში ჩართულია სასკოლო საზოგადოება და დირექტორი პ. აკოპიანი, რომელიც ცალსახად არის ყველა იდეის მხარდამჭერი და ხელშემწყობი.

ასეთია კიროვაკანის საჯარო სკოლაში მიმდინარე მეორე სემესტრი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203