„საუკუნეების ხიდი“ - ქართულ სომხური მეგობრობის ზეიმი აზავრეთის საჯარო სკოლაში
07-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქართულ-სომხურ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას მიეძღვნა. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის სათენიკ ნახაპეტიანის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს ღონისძიება სახელწოდებით - „საუკუნეების ხიდი“. 

ღონისძიება პარასკევს ჩატარდა და თავისი შინაარსითა და ემოციური დატვირთვით განსაკუთრებულად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, იგი მიეძღვნა ქართულ-სომხური მეგობრობის ამაღლებულ იდეას, რომელიც საუკუნეებს სწვდება და დღემდე ინარჩუნებს თავის სიძლიერესა და მნიშვნელობას. 

მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით წარმოადგინეს მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც გამოირჩეოდა როგორც მხატვრული, ისე შინაარსობრივი სიღრმით. მათი თითოეული გამოსვლა იყო გულწრფელი და დახვეწილი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებას ჰქონდა მიზანმიმართული, ღრმა შინაარსი და ემსახურებოდა ეროვნული ღირებულებების დაცვასა და მოძმე ერების მეგობრობის განმტკიცებას. 

სკოლის დირექტორმა წარმოთქვა საქებარი სიტყვები და აღნიშნა მოსწავლეთა მზადყოფნა, კლასის ხელმძღვანელის - სათენიკ ნახაპეტიანი თავდადებული შრომა და პროფესიონალური მიდგომა. 

განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა მონაწილეთა გამართულ მეტყველებას, სცენური კულტურასა და თემის სიღმისეულ გააზრებას. 

„საუკუნეების ხიდი“ გახდა არა მხოლოდ სასკოლო ღონისძიება, არამედ სულიერი კავშირისა და საერთო ღირებულებების ცოცხალი გამოხატულება, რომელმაც თითოეულ დამსწრეს დაუტოვა ამაღლებული განწყობა და დაუვიწყარი შთაბეჭდილება“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203