ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-10 კლასელებმა პატრიარქის ღვაწლი​ კლასსაათის ფარგლებში გაიხსენეს
06-04-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში გაიხსენეს პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი უდიდესი ღვაწლის ქვეყნის წინაშე. 

X კლასში, დამრიგებლის - ნინო მოქიას ხელმძღვანელობით, გაიმართა კლასსაათი თემაზე - „პატრიარქის ღვაწლის გახსენება“.

როგორც სკოლა-გმინაზიაში გვეუბნებიან, მოსწავლეების მხრიდან შეხვედრა იქცა გულწრფელი მადლიერების, სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებად.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ შეუფასებელია ილია მეორის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. მისმა უანგარო სიყვარულმა, სიბრძნემ და თავმდაბლობამ შეძლო ადამიანების გაერთიანება, იმედის გაღვივება და სულიერი ფასეულობების განმტკიცება ჩვენს საზოგადოებაში.

მოსწავლეებმა განსაკუთრებული გულისხმიერებით მოამზადეს სიტყვები პატრიარქის ცხოვრების, მოღვაწეობისა და მისი სულიერი გზავნილების შესახებ. თითოეული გამოსვლა იყო გულიდან წამოსული, სითბოთი და მადლიერებით სავსე.

კლასსაათი დამშვენდა პატრიარქის საგალობლით - „წმინდაო ღმერთო“, რომლის შესრულებამ განსაკუთრებული სულიერი განწყობა შექმნა დამსწრეთა გულებში.

„მადლობა ჩვენო პატრიარქო ყველაფრისთვის - თქვენი სიყვარულისთვის, ლოცვისთვის, სიბრძნისთვის“,- აღნიშნეს მოსწავლეება და პატრიარქის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4,

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203