
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ოლიმპიადა მათემატიკაში.
თამაში სამ ტურად ჩატარდა და მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
მესამე ტურში გადასულმა მოსწავლეებმა მიიღეს მადლობის სიგელები, გამარჯვებულებმა კი - სიგელები და პრიზები.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება.
„ყველა მონაწილეს ვუხდით მადლობას მუშაობისათვის და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეთა მათემატიკის მასწავლებელი ლია ადეიშვილი გახლავთ, სასწავლო ნაწილის გამგე ლალი ქიმუცაძე.
ოლიმპიადა სკოლის დირექტორის რიმა მელიას მხარდაჭერით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები: