იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
06-04-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე გვახსენებს, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია და სწორედ ამ განსხვავებულობაშია მათი უნიკალურობა.

სწორედ მათ უნიკალურობაზე პრეზენტაციის ფორმატში ისაუბრეს სკოლაში და აუტიზმის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და აღნიშნეს, რომ მათ არ სჭირდებათ შეცვლა - მათ სჭირდებათ მიღება, სიყვარული, მოთმინება და მხარდაჭერა,რადგან როცა ბავშვი გრძნობს, რომ მას იღებენ ისეთად, როგორიც არის - ის იწყებს გაბრწყინებას. „დღეს და ყოველდღე, ვიყოთ უფრო კეთილები, უფრო გამგები და უფრო მხარდამჭერები. ყველა ბავშვი იმსახურებს სიყვარულს, ადგილს საზოგადოებაში და ბედნიერ ბავშვობას“,- აღნიშნეს პრეზენტატორებმა.

საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს და წარადგინეს სკოლის მე- 6 კლასის მოსწავლეებმა, ელენე შუკვანმა და ნინი ქვარცხავამ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203