
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
აღსანიშნავია, VII კლასში, ბიოლოგიაში ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - „სამკურნალო მცენარეები“, რომელსაც მასწავლებელი შორენა ფირცხელიანი ხელმძღვანელობდა.
სასწავლო პროცესი საინტერესო პრეზენტაციით წარიმართა. მოსწავლეებმა საკითხის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ისაუბრეს სამკურნალო მცენარეებზე, მათ გამოყენებაზე მედიცინაში და თემა სიღრმისეულად შეისწავლეს.
იხილეთ ფოტოები: