
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეები ყალბი და ჭეშმარიტი ინფორმაციის გარჩევას საკლუბო მუშაობის ფარგლებში სწავლობენ.
სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს მედიაწიგნიერების კლუბი, რომლის მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების გამომუშავება, ინფორმაციის გაანალიზება, ფეიკნიუსების ამოცნობა და სხვადასხვა უნარის განვითარება.
ახლახან, გაიმართა კლუბის პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები ვრცლად გაეცნენ კლუბის საქმიანობას, მიზნებსა და სამომავლო გეგმებს.
პრეზენტაცია საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარადგინეს კლუბის ხელმძღვანელმა მასწავლებელმა ირმა გურჩიანმა და უფროსკლასელებმა - ნიკა ჭკადუამ და თეონა ანსიანმა.
სკოლის დირექცია უსურვებს კლუბს მრავალი საინტერესო და ნაყოფიერი პროექტის განხორციელებას.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: