ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა საინეტრესო შემოქმედებითი აქტივობა 
06-04-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა იმართება. 

შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები. ახლახან, მე-3 კლასელებმა საინტერესო საგაზაფხულო პეიზაჟები შექმნეს. 

მათ პლასტელინის გამოყენებით მრავალფეროვანი ნამუშევრები გამოძერწეს და გაზაფხულის სილამაზე და მშვენიერება წარმოადგინეს. 

აქტივობას სკოლის დირექტორი, პედაგოგი სოფიო ყალიჩავა ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით ანებივრებს და საგნობრივ ცოდნასთან ერთად, ბავშვების შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ აქტივობის ამსახველი ვიდეომასალა - ბმულზე1

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203