ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს 
06-04-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლაში დირექტორის - სოფიო ყალიჩავას ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას. პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. 

სკოლა აქტიურად შეუერთდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას. 

მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს და საყვარელი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები ხმამაღლა წაიკითხეს. 

პედაგოგები მოსწავლეებს ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და შეახსენეს რომ წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203