ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გეოგრაფიას საინტერესო პროექტებით სწავლობენ
06-04-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, მათ შორის წარმატებით მიმდინარეობს პრეზენტაციებით სწავლება. სასწავლო მეთოდი მიმართულია მოზარდების მრავალმხრივი განვითარებისკენ და მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა. 

საინტერესო პროექტებით გამოირჩა გეოგრაფიის საგაკვეთილო პროცესი.

მოსწავლეება იმუშავეს თემებზე - „ქვეყნების კონფიგურაცია, საზღვრების ტიპები“ და „კულტურული გლობალიზაცია“. 

აღნიშნულ საკითხებზე მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს და თემებს ჩაუღრმავდნენ. 

თემაზე „ქვეყნების კონფიგურაცია, საზღვრების ტიპები“ პრეზენტაცია წარადგინა მარიამ არღვლიანმა, ხოლო თემაზე -„კულტურული გლობალიზაცია“ ისაუბრა ლიკა გუგუსიანმა. 

„პროექტზე დაფუძნებული სწავლება (Project-Based Learning) არის მეთოდი, რომელიც სრულიად განსხვავებულია ტრადიციული სწავლების მეთოდისგან. ის ავითარებს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარებს, კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის უნარს და ა. შ. მისი გამოყენება ნებისმიერი საგნის სწავლების დროს ქმნის საინტერესო სასწავლო გარემოს მოსწავლეებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და სასწავლო მეთოდის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203