
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსებში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
26-27 მარტს ერკეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ გაზაფხულის სეზონის შიდასასკოლო პირველობა.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოსწავლეთა გუნდები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
გამარჯვებული გუნდები კი ემზადებიან მომდევნო ეტაპისთვის.
იხილეთ ფოტოები: