ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში ლამაზი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა შემეცნებით-შემოქმედებითი ღონისძიება წარმოადგინეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის მნიშვნელობაზე, სააღდგომო ადათ-წესებზე, კულინარიულ ტრადიციებზე, ასევე წარმოადგინეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ფატიმა ხოცანიანი.
„ძალიან ლამაზი და მხიარული ღონისძიება გამოვიდა“,- აღნიშნავენ სკოლაში.