ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა მოეწყო.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე პრეზენტაცია წარადგინეს თემაზე - „აღდგომა“.
მოსწავლეებმა საპრეზენტაციოდ საინტერესო მასალა მოამზადეს და საინტერესო წარდგენაც მოაწყვეს ჯეჯილისა და თავიანთი მომზადებული სააღდგომო სუფრის თანხლებით.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მარიანნა მაკოიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: