დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაული ღონისძიებით აღნიშნეს 
06-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-4 კლასში გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს.

ღონისძიება ჩატარდა დაწყებითი  კლასების მასწავლებლის - არეგნაზ ბდოიანის ხელმძღვანელობით.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის აღდგომის მნიშვნელობის გაცნობა, ტრადიციების გააზრება და კულტურული ღირებულებების პატივისცემის ჩამოყალიბება.

მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ - წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური აქტივობები და ისაუბრეს აღდგომის დღესასწაულის შესახებ.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობა უკეთ გაიაზრეს და ტრადიციების შესახებ მეტი შეიტყვეს. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203