დაბა ასპინძის საჯარო სკოლის შემოქმედი მოსწავლის თამარ ჯვარიძის ნამუშვარი გამოფენაზე - „რელიგია და მხატვარი“ გამოიფინა 
03-04-2026

დაბა ასპინძის საჯარო სკოლის შემოქმედი მოსწავლის - თამარ ჯვარიძის ნახატი ფართო აუდიტორიას წარედგინა.

31 მარტს, ნათელა იანქოშვილის სახლ-მუზეუმში, ქალბატონ დარეჯან ჭილაშვილის თაოსნობით მოეწყო მხატვართა ნამუშევრების გამოფენა თემაზე - „რელიგია და მხატვარი“.

გამოფენა მიეძღვნა ილია მეორეს ხსოვნას და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასპინძის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლის - თამარ ჯვარიძის ნახატი.

ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევარმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და დადებითი შეფასებები დაიმსახურა. გამოფენაზე წარმოდგენილი მისი ნამუშევარი ცნობილმა მხატვრებმაც შეაფასეს.

დიდმა მხატვარმა -ალექსანდრე ციხელაშვილმა, მხატვარმა, პოეტმა და მწერალმა - თამარ გაბროშვილმა, გზა დაულოცეს და წარმატება უსურვეს თამარს შემოქმედებით საქმიანობაში.

ღონისძიებაზე პატარა მხატვარი თამარ ჯვარიძე  სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მისი, როგორც ახალგაზრდა შემოქმედის, განვითარების გზაზე. 

სკოლაში ამაყობენ მოსწავლის წარმატებით და შემოქმედებით განვითარებას უსურვებენ. 

„წარმატება ვუსურვოთ პატარა მხატვარს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203